ამბები




გიორგი კვირიკაშვილი: ,,ჩვენ დიდად დავალებული ვართ აშშ-სგან''


  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, თბილისში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 25 წლის იუბილის აღსანიშნავი ფორუმი იმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ამერიკის სტრატეგიულ როლზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები გვერდით უდგას საქართველოს.
 
"ამ მოკლე ისტორიულ პერიოდში ჩვენმა პატარა ქვეყანამ დაძლია სიღარიბე, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე და მათი ნაწილის ოკუპაცია მეზობლის მიერ, რომელიც სიდიდით ბევრად აღემატება საქართველოს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად გარე თუ შიდა გამოწვევებისა, ჩვენ მაინც შევძელით 70-წლიანი ტოტალიტარული მმართველობით დაკნინებული ქვეყნის გარდაქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიურ სახელმწიფოდ. მართალია, წინ კიდევ დიდი შრომა გველის, მაგრამ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა საქართველოს ჩამოყალიბება სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატიის მქონე ქვეყანად. რასაკვირველია, ამ წარმატებისთვის ერთპიროვნულად არ მიგვიღწევია. ჩვენ გვერდში მეგობრები და მოკავშირეები იდგნენ, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ დიდად დავალებულნი ვართ და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ვალის დაბრუნება და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვა,”-განაცხადა პრემიერმა.

 გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე, რამაც სასიცოცხლო როლი შეასრულა საქართველოს განვითარებისთვის და ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ.

 „ჩვენ ვართ პატარა, მაგრამ სტრატეგიულად განლაგებული ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც შეადგენს თითქმის 4 მილიონს და რომელსაც აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი; ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა; ჩვენ გვაქვს თავისუფალი, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს რწმენა; მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით; ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია; ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიზიდეთ მილიარდობით დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ხოლო უმუშევრობის დონე დაეცა; მსოფლმხედველობისა და, ზოგადად, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ჩვენ ვართ თანამედროვე დასავლური სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობები აშშ-თან, ევროკავშირსა და ნატოსთან და ჩვენი მიზანია ახლო მომავალში ამ ორ ორგანიზაციაში შესვლა,"–აღნიშნა პრემიერმა.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com