ამბები




ქუთაისის მერიამ კონკურსის „წლის ბიზნესი 2016“ გამარჯვებულები გამოავლინა


  ქუთაისში „წლის ბიზნესი 2016"-ის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივით , ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის მეორედ ჩატარდა.
  კონკურსი მიზნად წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისებას ისახავდა. ამ კომპანიებს მენეჯმენტის ძალისხმევით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქუთაისში ბიზნესის განვითარების საქმეში.
  კონკურში მონაწილეობა 46-მა კომპანიამ მიიღო. გამოვლინდა 15 ნომინაცია. გამარჯვებულებს საჩუქრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ვიცე-გუბერნატორებმა: პაატა ნადირაძემ , იოსებ ხახალეიშვილმა,მაჟორიტარმა დეპუტატებმა, სამსახურის უფროსებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა გადასცეს.
  ნომინაციაში წლის„ქველმოქმედი" გაიმარჯვა ქუთაისის რეგიონალურმა სტომატოლოგიურმა ცენტრმა. წლის „დამსაქმებელი" საზოგადოება „იმერი"გახდა. ნომინაციაში „ქალი მეწარმე" გაიმარჯვა შპს „გურმანის" მფლობელმა ფატი გრიგოლავამ. ნომინაციაში წლის„სტარტაპი"გაიმარჯვა -ამხანაგობა „კრეპომანია".
„წლის ექსპორტიორი"–ი.მ დავით ჩაფრავა​ გახდა. ნომინაციაში წლის სამრეწველო კომპანია გაიმარჯვა -- შპს „ექსტრა მითი". საუკეთესო სამედიცინო კომპანია შპს ,,კლინიკა ლჯ" გახდა. წლის სამშენებლო კომპანიად --შპს ,,ტობე" დასახელდა. ნომინაცია წლის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება -შპს ქართულ-ამერიკულ სკოლა ,,პროგრესი". ნომინაცია წლის სასტუმრო --შპს ,,ბაგრატი1003" . ნომინაცია წლის ინვესტორი-შპს ,,თეთრი ხიდი"გახდა. ნომინაცია წლის მზარდი ბიზნესი შპს ,,დიზაინკომპლექსი". ნომინაცია წლის ტურისტული კომპანია -,,ვანდერლენდი" ნომინაცია მერიის სპეციალური პრიზი--შპს ტელე-რადიო კომპანია ,,რიონს" ერგო.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com