ამბები




უჩა ნანუაშვილი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება არასერიოზულია


დამატებითი მექანიზმის შექმნას  ან რომელიმე ჯგუფისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას სახალხო დამცველი მხარს არ დაუჭერს, - ასე გამოეხმაურა ომბიდსემნი უჩა ნანუშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, რომელიც მოსამართლეთა შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.

"მაშინ ცალკე მივიღოთ კანონი ჟურნალისტთა უფლებების დაცვის შესახებ, ცალკე მივიღოთ კანონი პოლიციელთა დაცვის შესახებ, სამხედრო მოსამსახურეთა დაცვის შესახებ და ყველა იმ ჯგუფის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება რაიმე კითხვის ნიშანი დაისვას ოდესმე.
ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება არასერიოზულია, მით უმეტეს არსებობს გარკვეული რეგულაციები, ყველა საჯარო მოხელე არის ვალდებული დაცვას კანონი და გარკვეული თმენის ვალდებულება გააჩნია ყველას. ამავე დროს გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com