ქუთაისში გარევაჭრობის დახლების დემონტაჟი დაიწყო, გარევაჭრობა დასჯადი გახდა


  ქუთაისში გარევაჭრობის დახლების დემონტაჟი დაიწყო. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა  დახლების აღება ღამის საათებში ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. კეჩის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.
  ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, მოვაჭრეები დაგეგმილი სამუშაოების შესახებ გაფრთხილებული იყვნენ, ამიტომ მათგან რაიმე სახის პროტესტს არ ელოდებიან. ჭეიშვილის განცხადებით, გარევაჭრობის პრობლემა ეტაპობრივად მთელ ქალაქში მოწესრიგდება.
  მოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელებას  სხვადასხვა ბაზრობის ტეროტორიაზე სთავაზობენ, თუმცა მოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილს არ თანხმდებიან, რადგან აცხადებდნენ, რომ მათ ბაზარში თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ. 
  მიუხედავად გაფრთხილებისა, რამდენიმე გარემოვაჭრე ამ დრომდე რჩება წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი აცხადებენ, რომ ამ ადგილებზე დროებით რჩებიან.
  გარევაჭრობის აღკვეთას პერიოდულად ითხოვდნენ სავაჭრო ცენტრში დასაქმებული მოვაჭრეები, მათ რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც გამართეს.  თუმცა აღსანიშნავია, რომ  გარევაჭრობით დაკავებული ადამიანების უმეტესობისათვის ეს საქმიანობა შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს.
  გარევაჭრობა ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ე მუხლით, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე. ხოლო გარემოვაჭრე, რომელიც არ დაემორჩილება სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერ განკარგულებას ან მოთხოვნას, დაჯარიმდება 50-დან 100 ლარამდე, ან ადმინისტრაციული პატიმრობით 7 დღემდე ვადით.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com