ამბები




საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა!


  საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში რუსეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
  კონტინენტის პირველობის ფინალში 2016 წლის მსგავსად ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
  ფინალამდე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იტალია, სერბეთი და უკრაინა იყვნენ.
  შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს დელეგაციას ბექა ღვინიაშვილმა მოუტანა. ეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონის რანგში მეცხრე ტიტულია
 
 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com