ამბები




თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო


   საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირი ჯარისკაცები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
  „ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს გმირებს, ჩვენს ძმებს, რომლებიც სამშობლოს დაცვის, სამშობლოს ღირსების, ჩვენი ოჯახების დაცვისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ. მათ სახელებს ყოველთვის გავიხსენებთ. დიდება მათ სახელებს. მათ ოჯახებს მთელი საქართველოს სახელით ვულოცავ დღევანდელ დღეს", -განაცხადა ლევან იზორიამ.
  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდიდან თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე "გმირთა სავანეში" გადაინაცვლეს, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალული.
  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან იზორია დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს გაესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com