ამბები




,,დიდი სიჩუმეა ახლა ჩვენს სახლში, წავიდა დიდი ხულიგანი'' -ნინო დარასელის გამოსამშვიდობებელი წერილი ბიძას


ნინო დარასელი ბიძას, ვახტანგ რჩეულიშვილის სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ პოსტს უძღვნის. ნინო წერს, რომ ქალაქში დიდი სიჩუმეა, რადგან აღარ არის დიდი ხულიგანი.

„ტუი იცით რატომ დაარქვეს? რაღაც ძველი ამერიკული ფილმის ინდიელი გმირი იყო, რომელიც სულ საოცარ ილეთებს ასრულებდა, კლდეებზე ხტოდა, თავგადასავლებში ეხვეოდა.
ვახო 23-ე სკოლის ეზოში ცხოვრობდა, მის სახლს სასწავლებელთან ერთი მაღალი ღობე ყოფდა,ჰოდა არასდროს სკოლაში კარიდან არ შესულა,სულ მესერზე გადახტომით პირდაპირ ფანჯრიდან ძვრებოდა კლასში.მერეც არასდროს აურჩევია იოლი გზა. მის „არანორმალურ საქციელებზე" კიდევ ბევრი რამე ახსენდებათ. არასდროს ყოფილა „ყველასავით ნორმალური", ორდინარული, ჰოდა, ტუი შეარქვეს.

ძალიან უშიშარი და ერთგული იყო. არასდროს ყოფილა მთავრობაში სულ ოპოზიციაში იყო, მისი ბუნებიდან გამომდინარე ეს ლოგიკურიც იყო. თავის დროზე შევარდნაძემაც ვახოსთან ყოფნას მოქალაქეთა კავშირი არჩია.თუმცა გავიდა დრო და ალმოკიდებული მანქანიდანაც მან გადმოიყვანა და ვარდების რევოლუციის დროსაც, ორი კაცი რომ დარჩა პრეზიდენტთან, ერთი ვახო იყო.
მე სულ ვეკამათებოდი,მის გამოსვლებზე ვდარდობდი.მე წესიერი გოგოს კომპლექსი მქონდა, ის კი მშვენივრად ამართლებდა თავის ბავშვობის ზედმეტსახელს. არასდროს იყო ჩემზე ნაწყენი. ვუყვარდი და მე რას ვგრძნობდი მის მიმართ სულაც არ ანაღვლებდა. ის უბრალოდ, გასცემდა. ამის გამო ვერ ვამარცხებდი და თავს ვანებებდი.
მარტო ერთი სუსტი წერტილი ჰქონდა. ბავშვები, აი, მხოლოდ მათ შეეძლოთ მისი მორევა. ერთხელ ვიღაცა ქალმა საშინლად ლანძღა, ეგ კიდევ მშვიდად აიტანა, მაგრამ როგორც კი ის ქალბატონი მაიაზე გადავიდა, მივხვდი, ახლა რაღაც დატრიალდებოდა, შორს ვიდექი და სასწრაფოდ გავძახე ჩემს მეგობარს, ბავშვი დაანახე-თქო. იმ წამს დამშვიდდა, მოლბა და გაიღიმა. ბავშვებს ძალიან დააკლდებათ დიდი ვახო.
დიდმა დარდმა და ბევრმა შეურაცხყოფამ დააავადა. ტკიოდა ყველაფერი, მაგრამ თავის თავისთვის სად ეცალა, სანამ პირდაპირი მნიშვნელობით არ დაეცა. ნერვიულობამ წააქცია.
დიდი სიჩუმეა ახლა ჩვენს სახლში. აღარავინ ურევს. წავიდა დიდი ხულიგანი. დიდი ბოდიში, ვახო და მშვიდობით, ტუი"- წერს დარასელი .


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com