ამბები

გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში დებატები გაიმართება



  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დასრულების შემდეგ დებატები გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. 
  ჩუგოშვილის თქმით, მათთვის ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, მათ შორის დებატები. 
  „ჩვენ გავითვალისწინეთ პრეზიდენტის პოზიცია და შესაბამისად, პრეზიდენტის გამოსვლის დროს დებატები იქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება დროს, უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებისთვის გამოიყოფა 10-10 წუთი, სხვა ფრაქციებისთვის - რეგლამენტით გათვალისწინებული 15 წუთი, შესაბამისად, შესაძლოა დებატები რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
  საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს მისი ყოველწლიური გამოსვლის ირგვლივ დებატები შესთავაზა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღემდე აცხადებდნენ, რომ დებატების საჭიროებას ვერ ხედავდნენ. 
  გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 7 აპრილს წარდგება.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com