ამბები




როგორ ეხმაურება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის თემას ექიმი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს


 
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ბავშვის თემას ეხმაურება ექიმი, რომელიც შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს.
,,წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება.... 
-დედა,რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ეხლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის... 
-რამოდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ... 
-დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს...
-პატარა გოგონას უმანკო,უნაზესი,უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით... 
-ჩვენ,სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი,ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ ექიმად ყოფნის გარდა... 
-ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე,ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი,ცოცხალ-მკვდარნი,უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულნან რა მოხდა...
- ცრემლი პატრულის თვალზე...
ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა,მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა...
414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხ
ანს რომ გაგვყვება...’’- წერს მარინა ლაგვილავა  სოციალურ ქსელში.
 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com