გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა

21 მარტი, 2017 1 661


  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მედიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
  "დღეს ჟურნალისტების პროფესიული დღეა. მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ რეალურად მეოთხე ხელისუფლება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და კიდევ ერთხელ, მსურს აღვნიშნო, რომ როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი და ქვეყნის მეთაური, რომლის ერთერთი მოვალეობაც ამ ქვეყანაში ძალთა ბალანსის უზრუნველყოფაა, ვაღიარებ თქვენს მნიშვნელობას – იმას, რომ თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება და კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ მუდმივად დაგეხმარებით გაძლიერებასა და იმ როლში, რომელიც თქვენ უნდა ითამაშოთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
  21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: