ამბები




გაზმომარაგება 5 000 აბონენტს შეუწყდება


კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 6 მარტს, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება 5 000 აბონენტს.

"ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 6 მარტს, 23:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის და სანზონის რაიონში, შპს „დიდი დიღომი"-ს აბონენტებს, მირიან მეფის და პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, სოფელი ზურგოვანას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ამერიკელების დიპლომატიური კორპუსის დასახლებას, სოფელი დიღომის კერძო დასახლების ნაწილს, კერძოდ:
ტარიელის, უსენის, რამაზის, დავარის, არქანჯელო ლამბერტის, ნიკო ბურის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯანის, ჰაინრიხ კლაპორტის, კასტელის და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიის ნაწილს, დიღომი №7 და №8, გრიგოლ ფერაძის ქუჩას, ბელიაშვილის ქუჩა №40-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ბელიაშვილის ქუჩა №12, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა №32 და ნოდარ ბოხუას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს. გლდანის რაიონში ფეიქრების ქუჩაზე მდებარე კერძო სექტორის მოსახლეობას, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე შპს „ ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი", გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკა, წმინდა ნიკოლოზის სახელობის კერძო სკოლა, ეროვნული ზარაფხანა, „მიონი"-ს შენობა, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართი სადგური „რეალგაზი" , აღმაშენებლის ხეივანში მდებარე სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო, რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორის უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, კლინიკა"ლანცეტი", შპს „ახალი ნათება", შპს „სუპერი", შპს „თეგეტა მოტორსი", შპს „ტოიოტა"-ს ცენტრი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, თბილისის საქალაქო სასამართლო, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე რესტორანი „მაკდონალდსი", ოლიმპიური კომპლექსი, აშშ-ს საელჩო, სუპერმარკეტი „გუდვილი", აღმაშენებლის ხეივანში განთავსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტები და სხვა.
გაზის მიწოდება აღდგება 7 მარტს, 15:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", – აღნიშნულია კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com