...
ამბები

,,ერთი სული მქონდა გამოვვარდნილიყავი სავარჯიშო დარბაზიდან, მანქანაში შევმძვრალიყავი და მეტირა''- გურამ შეროზია მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

Avatar


გურამ შეროზია სოციალურ ქსელში მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
"როცა სიტყვები ზედმეტია და მაინც წერ, რომ მოგეშვას, როგორმე!
ყოველთვის, როცა ფრენისას ავია კატასტროფის სცენარს წარმოვიდგენ ხოლმე, ჩემ სიკვდილზე მეტად დედაჩემზე ვდარდობ... როგორ იცხოვრებს უჩემოდ, რეალურად ვინ კვდება - მე თუ ის, რომ არ შემიძლია დავურეკო და ვანუგეშო... და ისე მძაფრად წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ყელში ბურთი მეჩხირება, თითქოს მართლა მოვკვდი. თითქოს მართლა დავტოვე მშობლები ერთადერთი შვილის გარეშე.
ახლაც, ზუსტად ეს ემოციები მიტრიალებს თავში, ასჯერ უფრო მძაფრად. ერთი სული მქონდა გამოვვარდნილიყავი სავარჯიშო დარბაზიდან, მანქანაში შევმძვრალიყავი და მეტირა! ((( სახლამდეც ვერ მივიტანე. :
როცა ერთი შვილი გყავს, ერთი! ნაფერები, ლამაზი, საყვარელი, საამაყო, ერთადერთი და... როცა ამ უბედურების მემილიონედიც არ დაგიმსახურრბია! არავის არ დაუმსახურებია საერთოდ!


და მომენტი, როცა ღმერთის არსებობა უფრო გაცოფებს!
და ხვდები, რა უაზრობაა ყველაფერი...
დღეს და ხვალ ვიტირებთ ყველა. ზეგ ოდნავ ჩავწყნარდებით. გავა დრო
და ჩვენც გავაგრძელებთ უაზრო ცხოვრებას, უსამართლო სამყაროში
ტრაგედიიდან ტრაგედიამდე
ტკივილიდან ტკივილამდე
უსამართლობიდან უსამართლობამდე
და ასე უსასრულოდ!" - წერს ბლოგერი. 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com