ამბები

პატრიარქი ბერლინის კლინიკიდან უკვე გამოწერეს


  სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ბერლინის კლინიკიდან უკვე გამოწერეს, ილია მეორემ საავადმყოფო ცოტა ხნის წინ დატოვა. კათალიკოს-პატრიარქი თანმხლებ პირებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება. პატრიარქი თბილისში ჩვენი დროით 6-ის ნახევარზე ჩამოვა. 
  "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
  მრევლს „Man"-ის ოთხი ავტობუსი მოემსახურება. ავტობუსები 14:30 საათზე ვარდების მოედანზე გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com