ამბები

თბილისში ოთხ ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ


  თბილისში, ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ამ დრომდე დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ ოთხ ტრანსგენდერ ქალს. შემთხვევა 6 თებერვალს მოხდა.  ინფორმაციას ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ავრცელებს. მათი ინფორმაციით ,  ძალადობის მსხვერპლებს სახისა და კიდურების დაზიანებები აქვთ, კერძოდ, ერთ მათგანს აქვს მოტეხილი ხელი, ორ ქალს აღენიშნება დაჟეჟილობები და ერთს ცხვირი აქვს დაზიანებული.
  შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, 6 თებერვალს, 07:20 საათზე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 2 წუთში გამოცხადდნენ, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი 4 პირი დახვდათ. სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სამართალდამცველების მიმართ აგრესიულად იქცეოდნენ.
  გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ „112"-ში შეტყობინების ინიციატორები იყვნენ, თუმცა, პოლიციასთან თანაშრომლობა და ვინაობის გამხელა არ ისურვეს. საუბარში მხოლოდ იმას აღნიშნავდნენ, რომ რამდენიმე მოქალაქემ ისინი ერთ-ერთ ღამის ბარში სცემა. მათ არ ისურვეს იმ ბარის დასახელება, სადაც ინციდენტი მოხდა.
  სამართალდამცველებმა ოთხივე პირი ალკოტესტით შეამოწმეს, რის შედეგადაც მათ ალკოჰოლური სიმთვრალე დაუდგინდათ. პოლიციამ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად მათ განყოფილებაში მისვლა შესთავაზა, რაზეც კატერგორიული უარი განაცხადეს და ტერიტორია დატოვეს.
  უწყების ინფორმაციით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com