ამბები




წყალტუბოს სოფელ ქვიტირში 72 წლის მამაკაცი გაუჩინარდა


  წყალტუბოს სოფელ ქვიტირში 72 წლის ვლადიმერ ჯავახაძე გაუჩინარდა. ოჯახის წევრებს არანაირი ვერსია არ აქვთ  სად შეიძლება იმყოფებოდეს მოხუცებული.
  „გაურკვევლობაში ვართ. რომ ვიფიქროთ, ვინმე თავს დაესხა და გაძარცვა-თქო, ასე არ იქნება, რადგან პენსია, რომელიც იანვრის თვეში აიღო, სახლში უდევს ხელუხლებელი. იმ დღეს მეზობელთან იყო, გარდაცვლილი მეზობლის მესამე დღე იყო. იქიდან წამოსულა და ბოლოს ჩვენს სახლთან ახლოს, ჩიხთან ნახეს. მთელი სოფელი ეძებს, ყველა ადგილი მოიარეს. ყოველდღე 30-40 კაცი დადის, მაგრამ ვერსად ვპოულობთ. 6 თებერვალს ერთი წელი გახდა დედაჩემის გარდაცვალებიდან. არ ვიცით სად უნდა იყოს და საერთოდ, ცოცხალია თუ არა. ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალური ჰქონდა და რა უნდა დამართოდა?’’- აცხადებს ვლადიმერ ჯავახაძის ქალიშვილი ლეილა ჯავახაძე.
  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაუჩინარებული მოხუცის საპოვნელად შესავბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com