ამბები




პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა


  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, კესტუტის იანკაუსკასს შეხვდა. შეხვედრაზე  კობახიძემ ბრიუსელში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველომ მიღწეული წარმატებისთვის ბევრი იმუშავა. მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, ნდობის აღდგენის პოლიტიკის მიმართულებითაც. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროპულ ინტეგრაციას საქართველოში დიდი მხარდაჭერა აქვს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნისთვის არის არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ პასუხისმგებლობაც, რომლისთვისაც ქვეყანა სრულად არის მზად.
  ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
  კესტუტის იანკაუსკასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნო. შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხდნენ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com