ამბები

ნიკა გვარამია: ,,ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება როგორც უზენაესი სასამართლოს თამჯდომარის ისევე პროკურატურის მხრიდან''



 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის გამოძიებასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ბრიფინგი გამართა.
გვარამიას თქმით, კითხვები არსებობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, თუ რატომ არ მოიქცა ისე, როგორც მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროება.
„გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ის ისე როგორც მიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს კითხვა რიტორიკულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ.
მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ მათ ან გაეტანათ განცხადება ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები. დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე. ან ის ადამიანები რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება როგორც უზენაესი სასამართლოს თამჯდომარის ისევე პროკურატურის მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს როგორც მორალური, ასევე ასევე პროფესიული უფლება, რომ დაიკავონ უმაღლესი თანამდებობი სახელმწიფო სისტემაში,"-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები: პოლიტიკა

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com