უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესაძლო ზეწოლის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამია ბრიფინგს გამართავს

03 თებერვალი, 2017 1 491


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შესაძლო ზეწოლის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, „რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 12:00 სთ-ზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ გვარამია „ფეისბუქში" წერს.
„კვანძი გაიხსნა - წესიერებით განთქმულმა მოსამართლე ქათამაძემ, ჯერ კიდევ 14 იანვარს შეიტანა პროკურატურაში რ2ის საქმესთან დაკავშირებით მასზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ განცხადება, რაც ჩვენთვის უცნობი იყო დღემდე.გუშინ, სამთავრობო მედია - ბედუკაძის სააგენტო და ტვ იმედი, სუსის დაკვეთით შეეცადნენ მოსამართლის დისკრედიტაციას, თითქოს ეს ქრთამის გამო გააკეთა. ყველაფერი ნათელია: გილოცავთ, საქართველოს ისტორიაში პირველად გვყავს სისტემის და მთავრობის მამხილებელი მოსამართლე ქათამაძე! ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა!დანარჩენი ხვალ 12 საათიან ბრიფინგზე",-წერს გვარამია.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: