ამბები

იმერეთის რეგიონში მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, ოჯახს პრეტენზია არ აქვს


  იმერეთის რეგიონში 40 წლის  მანდატურმა 15 წლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტელეკომპანია” „მაესტრო" ავრცელებს. განათლების სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მანდატური სამსახურიდან გათავისუფლებულია.
  გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს მამაკაცთან პრეტენზია არ აქვს და 40 წლის მამაკაცი 15 წლის გოგონას ცოლად მოყვანას გეგმავს. არსებული ცნობით, 15 წლის მოზარდი ორსულადაა.
  შსს-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლითაა აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს.
  დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მანდატურს თავისუფლების შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება. 
 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com