ცინცაძის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს

12 იანვარი, 2017 1 518


თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გვიან ღამით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციელს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციელმა პირებს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ შენიშვნა მისცა, რასაც მათი მხრიდან თავდასხმა მოჰყვა.
დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: