ამბები




სერგო რატიანი: ჩვენ ვხედავთ, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დაიშალოს პარტია


"ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დაიშალოს პარტია",-ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადეგენელი სერგო რატიანი აცხადებს. 

"ჩვენ ვხედავთ ბინძურ კამპანიას, რომელიც მიმართულია ერთი ჯგუფის მიმართ, ჩვენს მიმართ. ეს ბინძური კამპანია გრძელდება თვეების განმავლობაში, ესენი არ მოერიდნენ იმას, რომ ადამიანი როცა ციხიდან გამოვიდა და მოითხოვა რამოდენიმე დღე, მიუხედავად ამისა, იმ დღიდანვე დაიწყო მის მიმართ ბინძური კამპანია, ისინი არ მოერიდნენ იმას, რომ გადადგმულიყო ნაბიჯი და გუშინ შეხვედრაც იყო და იყო კიდევ ერთი შეთანხმება, მიუხედავად ამისა, სრულიად ბინძურ სცენებს ჩვენ ვხედავთ. ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ დაიშალოს პარტია",-განაცხადა რატიანმა. 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com