თვითმხილველები ნიკა გვარამიაზე თავდასხმის დეტალებს იხსენებენ

08 იანვარი, 2017 1 888


   ნიკა გვარამიაზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს თვითმხილველები იხსენებენ. დავით დოიაშვილის დის, მანანა დოიაშვილის თქმით  დამნაშავეები ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ჩუმად მიეპარნენ და თავდასხმა 2-მა პირმა განახორციელა.
  „როცა შემოვედით აქეთ ბიჭები ისხდნენ, სვამდნენ და არ მესიამოვნა ისეთი სიტუაცია იყო. ნიკა გვარამიას,  2 ბიჭი იყო მოსული უკნიდან, მოიპარნენ იმ დონეზე, რომ გვეგონა მისასამძიმრებლად ვიღაც ნაცნობი 2 ბიჭი მიუახლოვდა მას. არაფრით არ ველოდით რომ ეს მოხდებოდა. ერთ-ერთმა გამეტებით დაუწყო ნიკას თავში რტყმა, ამ დროს დათო წამოდგა და მეორე ბიჭი დათოს გაუსწორდა დოიაშვილს,"-აცხადებს დოიაშვილი. 
  შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორზე  რესტორან "დაინინგ რუმში" თავდასხმა მოხდა.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ  "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მან მიაყენა.რატი გაჩეჩილაძე დაკავებულია. 
 გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 
  "გამოსვლისას, როდესაც ტოვებდა რესტორანს, მას მოესმა სახელი "გრეჩიხა", მამამისს რომ ახსენებდნენ და ამის საფუძველზე მივიდა იქ და დაარტყა,"- განაცხადა ლილი გელაშვილმა  "რუსთავი 2-თან" სატელეფონო საუბრისას. 
  ნიკოლოზ რაჭველი კი აცხადებს რომ მათი საუბარი აპოლიტიკური იყო და ეს ვერ გამოიწვევდა დაპირისპირებას.
 
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: