ჯოზეფ ბაიდენი - დონალდ, დროა გაიზარდოთ

06 იანვარი, 2017 1 421


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ქცევის მანერების შეცვლა ურჩია. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ტელეარხ PBS-ის ეთერში განაცხადა. 

ჯო ბაიდენს კომენტარი სთხოვეს გაეკეთებინა დონალდ ტრამპის მიდრეკილებაზე თავისი აზრის ხშირად უხეში ფორმით, სოციალურ ქსელ „ტვიტერის" მეშვეობით გამოხატვაზე.

„გაიზარდეთ, დონალდ, გაიზარდეთ. დროა, გაიზარდოთ. თქვენ პრეზიდენტი ბრძანდებით და გვაჩვენეთ რა შეგიძლიათ", - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. 

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მას უფრო ის კორექტივები აწუხებს, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საგარეო სფეროში შეიტანს, ვიდრე შიდა პოლიტიკაში. 
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: