ავტომობილების ჩამონათვალი, რომლის შეკეთებაზე ქუთაისის მერია ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

13 ივლისი, 2019 160


ავტომობილების ჩამონათვალი, რომლის შეკეთებაზე ქუთაისის მერია ნახევარ მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

 ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ვკითხულობთ, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურებისა და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვის შესაბამისად, 
,, 1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია საქართველოში არსებული სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება და ავტოსათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა რიგგარეშედ, მოთხოვნიდან დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2019 წლის 25 დეკემბრამდე . 
2. პრედენდენტს ქალაქ ქუთაისში უნდა გააჩნდეს ავტომანქანების ტექშეკეთებისათვის შესაბამისი ფართი და აღჭურვილობა (არანაკლებ 12 ბოქსი; არანაკლებ 8 ავტომანქანის ამწემოწყობილობა და აღნიშნულზე უნდა წარმოადგინოს სადემონსტრაციო ფოტომასალა (წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეს გადაამოწმებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი). ასევე უნდა ჰყავდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები (მათ შორის აუცილებელია ძრავის შემკეთებელი, ელექტროობის შემკეთებელი, სავალი ნაწილების არანაკლებ 2 შემკეთებელი, სვლის კუთხის გამსწორებელი, კონდენციონერის შემკეთებელი, ხარატი და შემდუღებელი).
3. ავტომანქანების ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში: 


 ტოიოტას მარკის  მხოლოდ ორი ავტომობილის შეკეთება ქუთაისის მერიას   ორასიათას ლარზე მეტი- 221 674 ლ. უჯდება. 

  ტენდერში მონაწილეობი პირობებს შეგიძლიათ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს  საიტზე გაეცნოთ. https://tenders.procurement.gov.ge/public/

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: