,,აქ ჩავდეთ თითქმის 2 მილიარდი ევრო სხვადასხვა პროექტში"-ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

11 ივლისი, 2019 87


,,აქ ჩავდეთ თითქმის 2 მილიარდი ევრო სხვადასხვა პროექტში"-ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

  “აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი თანხა ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოში ჩადო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განუცხადა.
ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, საქართველოში, სხვადასხვა პროეტების განსახორციელებლად, თითქმის 2 მილიარდი ევროა ჩადებული.
„ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის ბანკია. ჩვენ ვმოქმედებთ ევროკავშირის სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. 9 მილიარდი ევრო ჩავდეთ ამ ქვეყნებში ბოლო 10 წელიწადში. საქართველო კი, ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციებით პირველ ადგილზეა. აქ ჩავდეთ თითქმის 2 მილიარდი ევრო სხვადასხვა პროექტში – გზების მშენებლობაში, ენერგეტიკაში, მუნიციპალურ სექტორში”, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბათუმში მიმდინარე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: