ბათუმში ფესტივალ Black Sea Soundis-ის ფარგლებში ცოცხალი მუსიკის ზეიმი გაიმართება

10 ივლისი, 2019 112


 ბათუმში ფესტივალ Black Sea Soundis-ის ფარგლებში ცოცხალი მუსიკის ზეიმი გაიმართება

  26 ,27-28 ივლისს ბათუმში ფესტივალ Black Sea Soundis-ის ფარგლებში ცოცხალი მუსიკის ზეიმი გაიმართება, რომელიც როგორც სოლო შემსრულებლებს,ასევე ბენდებს საშუალებას მისცემს საკუთარი შემოქმედება წარმოადგინოს. ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ სარეგისტრაციო ფორმა შეავსონ. ფესტივალის ორგანიზატორის განცხადებით მუსიკოსებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები და უზრუნველყოფილნი იქნებიან საჭირო ტექნიკით. თუმცა ყველაფერს თავისი საწყისები აქვს- ფესტივალმა სტარტი 2014 წელს აიღო ლევან გელიაშვილის ინიციატივით, რომელიც უკვე წლებია ბათუმურ ანდერგრაუნდს არსებობის შენარჩუნებაში ეხმარება. როგორც გამოცდილ, ასევე დამწყები მუსიკოსების შეკრების ადგილს თავდაპირველად EREDElI's Bar წარმოადგენდა.ლევან გელიაშვილის პირად აქტივზე ბევრი პროექტია ,რომელიც მიზნად მუსიკალური ჯგუფების მხარდაჭერას ისახავს. პროექტის ფარგლებში იზრუნა მუსიკოსებს ჰქონოდა სტუდიური ჩანაწერები, ფოტოსესია და მათ შორის კონცერტები.ორგანიზატორისვე განცხადებით ფესტივალის მიზანია საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია, რომლის გარეშეც მუსიკოსი საკუთარ ნიშას კარგავს.

https://blackseasound.com/registration/festivalскачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: