"რუსეთი ოკუპანტიას" მიერ აქცია პერფომანსი ქუთაისში დღეს გაიმართება

09 ივლისი, 2019 89


"რუსეთი ოკუპანტიას" მიერ  აქცია პერფომანსი ქუთაისში დღეს გაიმართება

სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" აქცია-პერფომანსს ქუთაისში დღეს, 19:00 საათზე გამართავს.
აქციის მონაწილები თეთრ ხიდზე, "პიკასოს ბიჭის" მიმდებარედ შეიკრიბებიან. "გახარია წადი!" - მათი მოთხოვნა უცვლელია. 

"ერთად დავდგეთ, ისე როგორც ერთად ვიდექით გასული დღეები და ამ მძიმე ჟამს მსგავსი აქტივობების დროს ერთმანეთს ვაძლიერებდით️, შევიკრიბებით 'პიკასოს ბიჭის" მიმდებარედ, თუ გაქვთ ევროკავშირის, ნატოს და საქართველოს დროშები თხოვნაა თან იქონიოთ" - წერენ აქციის ორგანიზატორები.


20 ივნისს შემდეგ საქართველოში აქციები პერმანენტულად იმართება. მოქალაქეების პროტესტის მიზეზი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა. პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240-მდე ადამიანი დაშავდა.

მიმდინარე მოვლების გამო თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომა.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: