12 წლის ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა, ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი „ახალი ხმა“ მო­ი­გო

08 ივლისი, 2019 798


12 წლის ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა, ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი „ახალი ხმა“ მო­ი­გო

მსოფლიო მასშტაბით კიდევ ერთმა ქართველმა გვასახელა - ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინული ახალი ხმა მოიგო.  სუპერფინალის პირველ ეტაპზე ალექსანდრე ზაზარაშვილმა ნინო ქათამაძის სიმღერა „ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა. მეორე ეტაპზე კი 12 წლის ქართველმა მომღერალმა სელინ დიონის ჰიტი, „ოლ ბაი მაისელფ“ შეასრულა, რის შემდეგაც მას უკვე უწოდეს შოუს გამარჯვებული.  გამარჯვების შემდეგ იგი გადაცემაში მიიწვიეს და ექსპრონტად ქართული სიმღერა შეასრულა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოს პირველი არხის მუსიკალური საბავშვო პროექტის, „რანინას“ მონაწილე იყო. ის „რანინას“ კონკურსში 2018 წელს მონაწილეობდა.

შოუს გა­მარ­ჯვე­ბულს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რად გვერ­დზე უკვე უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ულო­ცავს.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: