"სახე მთლიანად ატყავებული ჰქონდა, ძაღლებს ამოუთხრიათ გვამი" - ქუთაისში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს (რეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან)

06 ივლისი, 2019 1 216


"სახე მთლიანად ატყავებული ჰქონდა, ძაღლებს ამოუთხრიათ გვამი" - ქუთაისში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს (რეპორტაჟი შემთხვევის ადგილიდან)
ქუთაისში, სულხან საბას ქუჩაზე, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, დილის საათებში, 29-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ადგილზე სავარაუდოდ დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებდნენ, მომუშავეებმა მძაფრი სუნი იგრძნეს და გარდაცვლილი მამაკაცი აღმოაჩინეს. ჯერ-ჯერობით მისი ვინაობა ცნობილი არაა, ვარაუდობენ, რომ მამაკაცი დიდი ხნის გარდაცვილილი იყო და ადგილობრივების თქმით სახეზე მისი ამოცნობა შეუძლებელი იყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გარდაცვლილი უპატრონო იყო და სავარაუდოთ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. გამოძიება 115 ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდა მიყვანას გულისხმობს.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: