შავ პრინცს 48 წელი შეუსრულდებოდა

04 ივლისი, 2019 119


შავ პრინცს  48 წელი შეუსრულდებოდა

შავი პრინცის დღეს, 4 ივლისს 48 წელი შეუსრულდებოდა.

რეპერი 2019 წლის 4 თებერვალს, 47 წლის ასაკში ბათუმში გარდაიცვალა, სადაც ხელოვანი ბოლო წლებში ცხოვრობდა. სიკვდილის მიზეზი თირკმელების უკმარისობა გახდა.

შავი პრინცი იგივე აკაკი ბაბუნაშვილი ქუთაისში 1971წლის 4 ივლისს დაიბადა. მეორე მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე რუსულ როკ ჯგუფში „ოთხი ტარაკანა“. საქართველოში დაბრუნებისას კი ბრეიქ დანსი შეისწავლა და ჰიპ-ჰოპის შექმნა დაიწყო, მუსიკალურ თემებს და ტექსტებს რეპერი თავად წერდა.

1993 წელს საკუთარი კოლექტივი „ძებნილები“ ჩამოაყალიბა და მათთან ერთად1999 წელს სადებიუტო ალბომი „იძებნება“ გამოუშვა.

2000 წლიდან რეპერმა ჯერონიმომ ძებნილებთან თანამშრომლობა დაიწყო და მალევე მოამზადეს ერთობლივი ალბომი, რომელიც მხოლოდ 2004 წელს გამოვიდა. ალბომის სხვადასხვა კომპოზიციას შორის იყო „ჩემი ძმები“, რომელიც ნამდვილი მეგაჰიტი გახდა ქართველ ახალგაზრდებში და ჰიპ-ჰოპის მიმართ სრულიად სხვა მიდგომა წარმოშვა.


2003 წლიდან კი იყო სოლო კარიერა. 2003 და 2004 წელს შავმა პრინცმა ზედიზედ ორი ალბომი გამოუშვა: „ორი რეპერი“ და „სიზმარში“, ორივე თბილისელ რეპერ ჯოკერთან ერთად, მალევე კი სოლო ალბომი „ბანდიტო“ გამოვიდა. ეს იყო რეპერის კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი, გარდა აუდიო ვერსიებისა, გადაიღო ვიდეოკლიპები ათამდე სიმღერაზე, რომლებიც მუსიკალური ტელეარხების ეთერში რეგულარულად ტრიალებდა.

შავმა პრინცმა გარდაცვალებამდე თავისი ბოლო კლიპი, სახელწოდებით "აფრენს ის" გადაიღო.



იგი განსაკუთრებული პოპულარობით ქუთაისში სარგებლობდა. მხატვარმა ლია უკელებამ ცნობილი რეპერის ხსოვნას სტენსილი მიუძღვნა.

შავი პრინცის მუსიკალური კარიერი კარიერა

შავ პრინცზე ტელეკომპანია "გემა ტვ"-ს გადაცემაში "შუადღე ქუთაისში" დიჯეი სომალმა და პიკასომ ისაუბრეს


скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: