უჩვენე წითელი ბარათი გახარიას - მინისტრს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს

26 ივნისი, 2019 204


უჩვენე წითელი ბარათი გახარიას - მინისტრს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს

უჩვენე წითელი ბარათი გახარიას - ამ ლოზუნგით სამოქალაქო გაერთიანება "რუსეთი ოკუპანტია" 26 ივნიის 19:30 საათზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან აქცია-პერფომანსს მოაწყო.
აქციის მონაწილებმა წიტელი ბარათების ჩვენებით შსს მინისტრის გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ მოუწოდეს თანამდებობის დატოვებისაკენ.
მათივე თქმით ჯალათი მინისტრის ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

ქუთაისში აქციები 20 ივნისს შემდეგ იმართება. 
შეგახსენებთ 20 ივნისს თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე, სადაც მოსახლეობა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე სესიის წაყვას აპროტესტებდა, 250-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა. 

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: