10 სამართალდამცველს, რომელიც 20-21 ივნისს აქციის დარბევაში მონაწილეობდა უფლებამოსილება შეუჩერდა

24 ივნისი, 2019 92


10 სამართალდამცველს, რომელიც 20-21 ივნისს აქციის დარბევაში მონაწილეობდა უფლებამოსილება შეუჩერდა

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათ სამართალდამცველს, რომელიც 20-21 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომებს შსს-ს გენინსპექცია სწავლობს.
„20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით შეიძინა ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს წინააღმდეგობა.
მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული საშუალებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას. შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე ათ სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მისივე თქმით, შსს გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: