"თუ სახარებაში ნახავს, რომ მაცხოვარი ეუბნება რომაელებს გაეთრიეთ ოკუპანტებოო დამირეკოს"- მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი მინდიაშვილს მიმართავს

24 ივნისი, 2019 404


"თუ სახარებაში ნახავს, რომ მაცხოვარი ეუბნება რომაელებს გაეთრიეთ ოკუპანტებოო დამირეკოს"- მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი მინდიაშვილს მიმართავს
ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველი მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი თეოლოგ ბექა მინდიაშვილის მიერ პრორუსულ კურსთან დაკავშირებით მისი მისამართით გამოთქმულ პროტესტს გამოეხმაურა. იგი ამბობს, რომ თუ მინდიაშვილი თეოლოგია, კიდევ ერთხელ გადაიკითხოს სახარება და თუ სადმე მაცხოვარი რომაელებს მიმართავს „გაეთრიეთ ოკუპანტებოო“ დაურეკოს მას. მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი თეოლოგს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ქრისტიანობა სიყვარულს ქადაგებს, მათ შორის მტრისას. „ქრისტიანობას აგრესია არ ახასიათებს. ჩვენი კანონი არის სიყვარული, წყალობა და მიტევება. პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალგაზრდობა კი რასაც ლაპარაკობს, ეს მათი სინდისის საკითხია“ - აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებითი მმართველიскачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: