ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი დაინიშნა

22 ივნისი, 2019 200


ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი დაინიშნა
ქუთაის-გაენათის ეპარქიის დროებით მმართველად, რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი დაინიშნა. როგორც "მეგა ტვ"-ს მამა მატათამ განუცხადა მიტროპოლიტი ეპარქიას სინოდის მიერ ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე უხელმძღვანელებს. როგორც ცნობილია, სინოდი ახალ მღვდელმთავარს მეუფე კალისტრატეს გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ აირჩევს. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე 20 ივნისს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, დილის 05:00 საათზე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოცდათექვსმეტი წლის მღვდელმთავრული მოღვაწეობის შემდეგ მეუფე კალისტრატეს ანდერძის თანახმად ბაგრატის ტაძარში ხვალ დაკრძალავენ.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: