ესტონეთში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

22 ივნისი, 2019 241


ესტონეთში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდებმა სოლიდარობის აქცია გამართეს



ესტონეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების ორგანიზებით, ტალინში, მშვიდობიანი შეკრება გაიმართა. ქართველმა სტუდენტებმა კიდევ ერთხელ, ერთხმად დაგმეს რუსული აგრესია და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. შეკრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სოლიდარობა იყო იმ ადამიანების მიმართ, რომელთა მშვიდობიანი პროტესტიც სავალალო შედეგებით დასრულდა. რუსეთი ოკუპანტია, არა რუს ჩინოვნიკებს, ჩვენ არ გვსურს რუსი ჩინოვნიკების ხილვა საქართველოს პარლამენტში, არა ახალგაზრდების ორგანიზებული მშვიდობიანი შეკრებების რეზინის ტყვიებით დაშლას- ეს და სხვა ფრაზები ლაიტმოტივად გასდევდა დღევანდელ შეკრებას ესტონეთში.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: