"შესაძლოა დაკრძალვის დღეს ჩამობრაძანდეს უწმინდესობაც"- მეუფე კალისტრატეს კვირას დაკრძალავენ

21 ივნისი, 2019 224


"შესაძლოა დაკრძალვის დღეს ჩამობრაძანდეს უწმინდესობაც"- მეუფე კალისტრატეს კვირას დაკრძალავენ
ქუთათელ_გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს ანდერძი 23 ივნისს აღსრულდება. მეუფეს თავის სურვილისამებრ და პატრიარქის კურთხევით კვირას, ბაგრატის ტაძრის შიგნით , მარჯვენა მხარეს დაკრძალავენ. ძვალთშესალაგის მომზადება ბაგრატის ტაძარში უკვე დაწყებულია. ტაძარში პარაკლისები მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონიას სავარაუდოდ პატრიარქიც დაესწრება. თუ ვინ ჩაიბარებს ქუთაის_ გაენათის ეპარქიას ჯერ უცნობია. აღნიშნული საკითხი ორმოცამდე არ განიხილება.ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე, გუშინ კლინიკაში გარდაიცვალა. მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. 10 დღის წინ მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა. მეუფე კალისტრატე პირველი მღვდელმთავარი იქნება, რომელსაც ბაგრატის ტაძარში დაკრძალავენскачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: