"სკოლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, მოგვიანებით სპორტ დარბაზზე გადავიდა" - კადრები ქუთაისის მესამე საჯარო სკოლიდან

18 ივნისი, 2019 183


"სკოლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა, მოგვიანებით სპორტ დარბაზზე გადავიდა" - კადრები ქუთაისის მესამე საჯარო სკოლიდან
ქუთაისის ნომერ მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი გაჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ ხანძარი სკოლის სახურავს გაუჩნდა, სავარაუდო მიზეზად ისინი ელექტროგაყვანილობას ასახელებენ. ცეცხლი მოგვიანებით სპორტ დარბაზზე გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მასწავლებელთა თქმით ხანძრის მომენტში მხოლოდ ისინი იმყოფებოდნენ შენობაში, მათი ევაკუაცია კი დაუყოვნებლივ მოხდა. ხანძრის ლოკალიზების დროს წყალი კრივის დარბაზშიც ჩავიდა, რომელიც მესამე სკოლის ქვემოდ მდებარეობს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ხანძრის ლიკვიდირებას სამაშველო სამსახურის ოთხი ბრიგადა ცდილობდა.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: