,,ბავშვების იმპორტი უნდა მოვახდინოთ?" - ქუთაისის საკრებულოს წევრი ლგბტ თემზე

18 ივნისი, 2019 249


,,ბავშვების იმპორტი უნდა მოვახდინოთ?" - ქუთაისის საკრებულოს წევრი ლგბტ თემზე

,, ...ერთ დილით, ქვეყანაში მხოლოდ ჰომოსექსუალები რომ აღმოჩნდნენ - ბავშვების იმპორტი უნდა მოვახდინოთ? ...დაგვენახეთ-ეს, ვის გაწყობთ?"- წერს ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, რომელსაც უფლებადამცველი, ლაშა მესხი გამოეხმაუირა და დეპუტატს საჯაროდ დაწერილი მოსაზრება დაუწუნა, თან სამუშაო დროის ეფექტური ხარჯვა შეახსენა: ,, საიდან მოგდით ეს აზრები მართლა მაინტერესებს. დავიჯერო საკრებულოში ამდენი თავისუფალი დროა? " - ლაშა მესხის ამ კომეტარმა არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართით ახალი კომენტარი გამოიწვია :   ,,ქვეყანაში იმდენი ფულზე დაგეშილი არასამთავროები მომრავლდნენ, რომ საჭიროა ცოტა გავმარგლოთ სარეველები!"-წერს ალეკო ახალაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი. არც ეს მოსაზრება დარჩა კომენტარის გარეშე და ლაშა მესხმა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ქალაქში და ქვეყანაში არსებული პრობლემები შეახსენა : ,,აი თქვენ რომ ამ ქარის წისქვილებს ებრძვით მე როგორც რიგით ქუთაისელს მირჩევნია ეგრე ხმალამოღებით ხალხის გაქირვებას და ქუთაისის პრობლემებს ებრძოდეთ..."

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: