ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

18 ივნისი, 2019 381


[hide][/hide]ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, 14 ნომერში გამთენიისას გაჩნდა. დაშავებული 7 ადამიანად სამი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული. დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 30-75%-იანი% დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ. გარდა ამისა, დაშავებულია არასრულწლოვანი, რომელიც თბილისში გადაიყვანეს, ორი პაციენტი კი ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
აფეთქების სავარაუდო მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. თვითმხილველების თქმით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, მოგვიანებით კი აფეთქების ხმა გაისმა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი ბინა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, რომელიც ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ქუთაისის მერის განცხადებით მიმდინარეობს ზარალის დათვლა. იმ ოჯახებს კი რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქალაქის მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს.

ხანძრის ქრობისას 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.

ქუთაისში გამთენიისას მომხდარ აფეთქებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება,ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. 

ვიდეოს ავტორი: ანი შველიძე
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: