"მშვიდობა ამიერკავკასიაში" - ამ სლოგანით "საერთაშორისო ფესტივალი საირმე 2019" ჩატარდა

17 ივნისი, 2019 189


"მშვიდობა ამიერკავკასიაში" - ამ სლოგანით "საერთაშორისო ფესტივალი საირმე 2019" ჩატარდა

"მშვიდობა ამიერკავკასიაში" - ამ სლოგანით „საერთაშორისო ფესტივალი საირმე 2019“ ჩატარდა. 17 ივნისს საირმეში ღონისძიებამ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ცეკვისა და სიმღერის 15 ანსამბლს უმასპინძლა.

ფესტივალის ორგანიზატორის მაკა ტრაპაიძის თქმით, ამ ეტაპზე მშვიდობა ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. კულტურა კი ქვეყნებს შორის დამეგობრებას უფრო მეტად უწყობს ხელს.

საირმის ფოლკლორული ფესტივალი წელს მეოთხედ ჩატარდა, გასული წლებისგან განსხვავებით მან საერთაშორისო დატვირთვა წელს შეიძინა.

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: