Black Eyed Peas-მა ქართველ მსმენელს გრანდიოზული შოუ შესთავაზა

17 ივნისი, 2019 201


Black Eyed Peas-მა ქართველ მსმენელს გრანდიოზული შოუ შესთავაზა

6 “გრემის” მფლობელი ამერიკული ჯგუფი Black Eyed Peas ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგა. კონცერტი 16 ივნისს "ბლექსი არენაზე" გაიმართა. ბენდი მაყურებელს ახალ სოლისტთან, ჯესიკა რეინოსოსთან ერთად შეხვდა. კონცერტზე ცნობილი და ახალი სიმღერები შესრულდა.
საღამოზე ჰიტად ქცეული სიმღერა "Where is the Love" ჯგუფმა ქართველი მსმენელთან ერთად იმღერა. ეს ერთ-ერთი შთამბეჭდავი მომენტი იყო. ~
კონცერტის მსვლელობის დროს ჯგუფის წევრებმა სცენის წინ მოზარდი ბიჭი შენიშნეს, სცენაზე აიყვანეს და დაახლოებით ორი სიმღერის განმავლობაში მასთან ერთად ცეკვავდნენ.
„ბლექ აიდ ფისის“ წევრები საქართველოში ბოლო ალბომის „Masters of the Sun“ მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ ჯგუფმა ქართველ მსმენელს მადლობა ვიდეოთი გადაუხადა, რომელიც Black Eyed Peas-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. „დიდი მად­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლო,“ - ამ­ბო­ბენ სიმ­ღე­რის I Gotta Feeling ფონ­ზე მუ­სი­კო­სე­ბი.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: