ლევან სამუშიას განცხადება - ქართველი სკინჰედები და ,,ოცნება"

17 ივნისი, 2019 130


ლევან სამუშიას განცხადება - ქართველი სკინჰედები და ,,ოცნება"

,,ქართული ოცნება’’ თავისი მიზანმიმართული პოლიტიკით აძლიერებს რუსეთს საქართველოში და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის, რათა საქართველოში აღმოცენდნენ რუსეთის მიერ მართული სკინჰედური ორგანიზაციები", - ასე აფასებს ,,თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ ვერის ბაღში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს.
ლევან სამუშიას განმარტებით:,,ქართული ოცნება’’ წლების განმავლობაში ანგრევს ინსტიტუციებს და ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას. ხელისუფლების მიერ სირაქლემას პოზიციაში ყოფნა არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც ხელის უწყობს რუსული პოლიტიკის გატარებას. ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომსაქართველოში მოქმედმა რუსულმა სუბიექტებმა უკვე დაანონსეს შეიარაღებული ფორმირებების შექმნა. მათი მიზანია, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს აღქმა წაიშალოს და მაქსიმალურად დავშორდეთ დასავლეთს. ჩვენ ასევე ვნახეთ ძალიან საშიში განცხადებებიტელევიზიებისა და კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ. მსგავსი ქმედებები არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი და მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ყველაფერი კი მართულია ქვეყნის გარედან რუსეთის მიერ და ხელშეწყობილია ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან. უკანონო ფორმირებები და ქაოსი საქართველოში აწყობს რუსეთს და ამისთვის ინსტიტუციების მოშლით, კონსტიტუციის უზენაესობის უარყოფით ხელისუფლება ხელშემწყობ გარემოს ქმნის.
დღეს ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა მტერთან თანამშრომლობის ტოლფასია. წარმოუდგენელია ვინმემ, ან რამემ შეაჩეროს საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ. ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომლის გატეხვასაც რუსეთი ცდილობს".
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: