ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება

17 ივნისი, 2019 177


ქუთაისში ელექტრომობილების პრეზენტაცია და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართება
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებისთვის სცენის მონტაჟი უკვე დაწყებულია. გაიმართება ელექტრონული მუსიკის კონცერტიც. როგორც ამბობენ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც დაესწრება. ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ განცხადება სწორედ მან გააკეთა. „ 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. შევარჩიეთ ქალაქიც, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება. ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ქარხანა ქუთაისში აშენდება და რეგიონს ელექტრომობილებით მოამარაგებს, 40 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს, საიდანაც 50 პროცენტი ქვეყნის შიდა ბაზარზე გაიყიდება. დანარჩენი კი ევროკავშირში ექსპორტზე გავა. მინდა ქუთაისელებს მივულოცო”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: