ქართველი ემიგრანტი თურქეთში დამხრჩვალი იპოვეს

17 ივნისი, 2019 99


ქართველი ემიგრანტი თურქეთში დამხრჩვალი იპოვეს

თურქეთში, ანტალიაში, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქე 61 წლის ქეთევან ქათამაძე მოკლეს. ცხედარი საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველებმა იპოვეს.

თურქული მედიის ცნობით, საცხოვრებელი სახლიდან, სადაც გარდაცვლილი ქალი ცხოვრობდა, უსიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა სამართალდამცველებს მიმართეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქალი, სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს. როგორც ირკვევა, ქართველი ემიგრანტი თურქეთში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

თურქეთში საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან აქტურ კომუნიკაციაშია. გამოძიების დასრულების შემდეგ კი ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: