ამბები




„მამაო 1000 მანეთი მომეცი, დავისვენოო, 2000 მოგცემ და მითხარი სად დაიღალეო.“ - გოგი წულაია ქუთაისის დეპუტატებზე


„მამაო 1000 მანეთი მომეცი, დავისვენოო, 2000 მოგცემ და მითხარი სად დაიღალეო.“ - გოგი წულაია ქუთაისის დეპუტატებზე

„მეგა ტვ“-ის გადაცემამ „დისკურსი“ მართველი გუნდის დეპუტატების გარეშე ჩაიარა.მათ გადაცემაში მოსვლა, ქუთაისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაღლილობის გამო ვერ შეძლეს.

რა მიზეზით არიან საკრებულოს წევრები გადაღლილები? ამ საკითხზე პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ცნობილ ანეგდოტთან გაავლო პარალელი: „მამაო 1000 მანეთი მომეცი, დავისვენოო, 2000 მოგცემ და მითხარი სად დაიღალეო.“ - მისთვის ტრადიციული იუმორით განაცხადა პოლიტიკოსმა.

გოგი წულაიამ დეპუტატების გადაღლის შესაძლო მიზეზად მათი „ზედმეტი მუშაობა“ დაასახელა: „რას დაამსგავსეს ქალაქი, როგორ შეიძლება პარალელურ რეჟიმში ცენტრალური მაგისტრალები ერთდოულად გადათხარო და მიატოვო. ამის პარალელურად კი ქალაქის მერი 10 დღის განმავლობაში ამერიკაში 4 კაციან თუ არ ვიცი რამდენ კაციან დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, იქ კი რას აკეთებდა არავინ იცის. ასეთი დამოკიდებულება, ფეხზე მკიდია დამოკიდებულებაა და კატასტროფა ქალაქისთვის. სასაუბრო რა აქვთ? რა უნდა გიპასუხონ? რატომ არის რუსთაველის ქუჩა ამდენ ხანს გადათხრილი და რატომ არ მიდის სამუშაოები? რატომ არის ტაბიძის ქუჩა მიტოვებული და რატომ გაიქცნენ მუშები უხელფასობის გამო? რატომ გააკეთეს თეთრი ხიდი ასე უშნოდ და უბედურად და რატომ გადაიხადეს 400 ათასი იმაში რომ ხალხი ვერ გადავიდეს? ამაზე რა უნდა გიპასუხონ? არ აქვთ პასუხები. არ შეუძლიათ ადამიანებთან საუბარი და იმიზეზებენ გადაღლას, თორე თოხი მე მაგათ ხელში არ დამინახავს, ქაფჩა და ლაფართქა და ამ კაბინეტებში რამ დაღალათ ვერ გავიგე.“ - განაცხადა პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილემ გოგი წულაიამ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ის გადაცემაში „დისკურსი“.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com