ამბები




ახალგაზრდა მოცურავეებმა 15 ოქროს, 11 ვერცხლისა 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს


ახალგაზრდა მოცურავეებმა 15 ოქროს, 11 ვერცხლისა 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

4-6 ივნისს, ლატვიის დედაქლაქ რიგაში სინქრონულ ცურვაში ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირში „ლატვიის თასი“, 10 ქვეყნის წარმომადგენლები, ხუთ ასაკობრივ ჯგუფში იღებდნენ მონაწილეობას.


შეჯიბრში საქართველოს სახელით 14 სპორტსმენი მონაწილეობდა სხვადასხვა დისციპლინაში -აუცილებელი პროგრამით, სოლო პროგრამით, წყვილთა შორის და ჯგუფური გამოსვლით. საერთო ჯამში, ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 23 მედალი: 15 ოქრო, 11 ვერცხლი, 7 ბრინჯაო.


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე საერთაშორისო ტურნირიდან წარმატებით დაბრუნებულ ახალგაზრდა მოცურავეებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილეებმა მწვრთნელებისგან ტურნირის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.


სინქრონულად მოცურავეები ახალი პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ, რომლის მიზანიც 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოცურავეების მხრიდან ლიცენზიების მოპოვებაა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com