ამბები




იმერეთში სპექტაკლების მაყურებელთა რაოდენობა 3.3 ათასით შემცირდა


იმერეთში სპექტაკლების მაყურებელთა რაოდენობა 3.3 ათასით შემცირდა

იმერეთში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით სპექტაკლების მაყურებელთა რაოდენობა 3.3 ათასით შემცირდა და 86.7 ათასი კაცი შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავცელებს. მათივე ცნობით იმერეთში, ასევე 8-ით შემცირდა სპექტაკლების რაოდენობა და 640 გახდა. ოფიციალური მონაცემებით იმერეთში სულ 8 პროფესიული თეატრია და ამ რიცხვით რეგიონი, სიაში, თბილისის (24 პროფესიული თეატრი) შემდეგ მეორე ადგილზეა.

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით 2018 წელს, სულ საქართველოში სპექტაკლების რაოდენობა 63-ით შემცირდა და 4 764 გახდა. მათივე ცნობით სპექტაკლების რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა. აქვე აღსანიშნავია რომ, ყველაზე მეტი 2 866 სპექტაკლი თბილისში, ყველაზე ცოტა 101 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა.

რაც შეეხება მაყურებელთა რაოდენობას, როგორც სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტიდან იუწყებიან, 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ეს რიცხვი 5.9 ათასით გაიზარდა და 582.7 ათასი კაცი შეადგინა. მაყურებელთა ზრდა დაფიქსირდა თბილისისა (372.6) და აჭარის (38.3) თეატრებში, მატება შესაბამისად 32 და 7.7 ათასი კაცი. საქსტატის ინფორმაციით მაყურებელთა რაოდენობა შემცირდა იმერეთის (86.7), სამეგრელო-ზემო სვანეთის (13.6), სამცხე-ჯავახეთისა (19.0) და სხვა რეგიონების (52.5) თეატრებში, კლება შესაბამისად 3.3; 7.5; 3.6 და 19.5 ათასი კაცი.

ოფიციალური მონაცემებით 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით საქართველოს პროფესიულ თეატრებში, 98-ით შემცირდა ქალაქ გარეთ გატანილი სპექტაკლების რაოდენობა და 204 შეადგინა, ასევე 60-ით შემცირდა საზღვაგარეთ, გასტროლებზე წარდგენილი სპექტაკლების რაოდენობა და 143 გახდა.

საქსტატის ცნობით, 2018 წელს საქართველოში სულ 49 პროფესიული თეატრი მოქმედებდა, აქედან ყველაზე მეტი 38 დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების თეატრია, ორ-ორია ოპერისა და ბალეტისა და ბავშვთა და მოზარდ მაყურებელთა თეატრები. აქვე უნდა ითქვას რომ, ყველაზე მეტი 24 პროფესიული თეატრი თბილისშია, ყველაზე ცოტა 1 კი შიდა ქართლსა და გურიაში.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com