ამბები




იმერეთში მუზეუმების დამთვალიერებელთა რიცხვი 9.4 ათასით შემცირდა


იმერეთში მუზეუმების დამთვალიერებელთა რიცხვი 9.4 ათასით შემცირდა

იმერეთში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით მუზეუმების დამთვალიერებელთა რიცხვი9.4 ათასით შემცირდა და 85.2 ათასი შეადგინა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით იმერთში ექსკურსიების რიცხვმა 2018 წელს 1 068-ით მოიმატა და 5 145 გახდა. რაც შეეხება მუზეუმში ჩატარებულ გამოფენებს, იმერეთში ეს რიცხვი 2 ერთეულით გაიზარდა და 111 შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით 2018 წელს სულ, იმერეთში 37 მოზეუმი იყო, რაც 2017 წლის მონაცემთან შედარებით 2-ით მეტია.

როგოც სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტიდან იუწყებიან 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, სულ საქართველოში მუზეუმების დამთვალიერებლთა (2114.7 ათასი კაცი), ექსკურსიებისა (62 397) და გამოფენების (1146) რიცხვი, შესაბამისად 204.7 ათასით, 4 123-ით და 70-ით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია რომ ყველაზე მეტ ექსკურსიას (15 636), დამთვალიერებლსა (567.7 ათასი კაცი) და გამოფენას (349) თბილისის მუზეუმებმა უმასპინძლეს, ყველაზე ცოტას კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (8.3 ათასი, 270 და 19).

საქსტატის ცნობით, 2017 წელთან შედარებით საქართველოში მუზეუმების რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 248 გახდა. აქედან ყველაზე მეტი, 98 მუზეუმი მემორიალურია, ყველაზე ცოტა, 2 კი ლიტერატურული. აქვე აღსანიშნავია რომ, ყველაზე მეტი 58 მუზეუმი თბილისში, ყველაზე ცოტა 7 კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მდებარეობს. ისიც უნდა ითქვას რომ, 2017 წელთან შედარებით თბილისში მუზეუმის რაოდენობა 3-ით გაიზარდა, 2 ერთეულით ზრდა დაფიქსირდა კახეთსა და იმერეთში, ხოლო აჭარაში მუზეუმების რაოდენობა ერთით შემცირდა და 20 ერთეული შეადგინა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com