ამბები




სტუდენტური ლიგიდან გუნდებს პროფესიონალურ კალათბურთში მოხვედრის შანსი ეძლევათ


სტუდენტური ლიგიდან გუნდებს პროფესიონალურ კალათბურთში მოხვედრის შანსი ეძლევათ

სტუდენტური ლიგიდან გუნდებს პროფესიონალურ კალათბურთში მოხვედრის შანსი ეძლევათ - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ახალი სეზონიდან, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად ლიგის ორგანიზატორი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იქნება. ლიგის გამარჯვებული საქართველოს საკლათბურთო ჩემპიონატის მეორე - „ა ლიგის“ საგზურს მოიპოვებს და დაფინანსების სახით 60 000 ლარს მიიღებს. ისტორიაში პირველად, სტუდენტური ლიგიდან გუნდებს პროფესიონალურ კალათბურთში მოხვედრის შანსი ეძლევათ.“ - აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ არჯევანიძემ ისაუბრეს.

პრესკონფერენციის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. ლიგის მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. ა ჯგუფში მოხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტიფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ხოლობ ბ ჯგუფში არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც 15 ივნისს აიღებს სტარტს, 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც რვავე გუნდი პლეი ოფში გავა და მეოთხედფინალში ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. პლეი ოფის პირველ წრეში ერთმატჩიანი სერიები იქნება, ნახევარფინალური და ფინალური სერიები კი 2-2 მატჩისგან შედგება. მატჩების ლაივ- სტატისტიკის ხილვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

პრესკონფერენციას სტუდენტური ლიგების მონაწილე გუნდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები დაესწრნენ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com