ამბები




როგორ უნდა დავიცვათ თავი ზაფხულში სეზონური დაავადებებისაგან


როგორ უნდა დავიცვათ თავი ზაფხულში სეზონური დაავადებებისაგან

ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სხვადასხვა ინფექციებით დაავადების საფრთხე. თუ როგორ უნდა დავიცვათ და როგორია სპეციალისტის რეკომნდაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მეგა ტვ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს ექიმ ეპიდემიოლოგს ლია შეყილაძეს ესაუბრა.

ისეთი დაავადებები, როგორიცაა დიარეა, კვებითი ინტოკსიკაციები, სალმონელოზი, ზაფხულში 50 პროცენტით იმატებს - ამბობს ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე „მეგა ტვ“-სთან საუბრისას.

მისივე თქმით თუ დაავადებების თავიდან აცილება გვსურს საჭიროა პირადი ჰიგიენის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა: „კვების პროდუქტები უნდა ინახებოდეს მაცივარში 0-დან 8 გრადუსამდე. გამოიყენეთ ისეთი პროდუქტი, რომელიც გამდინარე წყლით იქნება გარეცხილი, განსაკუთრებით მწვანილი და ხილი. მწვანილი წყალში 10-15 წუთით უნდა დაალბოთ და შემდეგ გამდინარე წყლით გარეცხოთ, რადგან არსებობს რიგი პარაზიტული დაავადებები, რომლებიც მწვანილისგან ვრცელდება. ასევე კვერცხი უნდა იყოს კარგად გარეცხილი გამოყენებამდე, ის არ უნდა იყოს გაბზარული. პროდუქტები აუცილებლად კარგად უნდა იყოს თერმულად დამზადებული.“ - გვირჩებს ლია შეყილაძე.

ეპიდემიოლოგის თქმით ზაფხულის პერიოდში ასევე უნდა მოვერიდოთ კრემიანი ნაწარმის მიღებას, რადგან თუ ის მაცივარში არ არის მოთავსებული მალე ფუჭდება. მისი მაქსიმალური დაყოვნება 72 საათია, მოხარშული კრემი კი 6 საათის შემდეგ უვარგისია. ლია შეყილაძის განმარტებით სალათებიც ბევრ დაავადებას იწვევს. ისინი სუფრასთან მიტანის წინ უნდა მომზადდეს, რადგან 2 საათის შემდეგ სალათებმა შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.

რაც შეეხება წყლას, ეპიდემიოლოგი გირჩევთ რომ სასმელად წყალსადენის წყალი გამოიყენოთ: „თუ წყლის მიწოდება უწყვეტი არაა, ისე როგორც ეს ქუთაისშია, ასეთ შემთხვევაში წყალი უნდა ვადინოთ მინიმუმ 10-15 წუთის განმვალობაში და შემდეგ ავიღოთ სასმელი წყალი. თუ წყლის სრულფასოვნებაში ეჭვი გვეპარება, ამ შემთხვევაში უნდა გადავადუღოთ. გადადუღებული წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში.“ - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ექიმ-ეპიდემიოლოგი ლია შეყილაძე ტელეკომპანია „მეგა ტვ“-თან საუბრისას.

ამავე თემაზე იხილეთ:  როგორ დავიცვათ თავი მწველი მზისგანскачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com